Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს სხდომის ოქმი N 1

4.02. 2021

დღის წესრიგი:

  1. სილაბუსებში ცვლილებების დამტკიცება.
  2. 2021-2022 წლის მაგისტრატურის ანკეტა-კითხვარის დამტკიცება.
  3. თსუ ქვემო ქართლის ფილიალის ფილოლოგიის ფაკულტეტის დაწყებითი განათლების პედაგოგიკისა და  მეთოდიკის სპეციალობის   კურსდამთავრებული ლეილა აშუროვას დიპლომის ფორმისათვის განსაზღვრული სავალდებულო მონაცემის შექმნა და აკადემიური ხარისხის დაზუსტება.
  4. სამაგისტრო პროგრამის: “გავლენების და კომუნიკაციის ფსიქოლოგია” დამტკიცება.
  5. ინტერდისციპლინური ცენტრის დებულების დამტკიცება.
  6. პროფესორების დამატებით ანაზღაურების შესახებ.
  7. ასოც.პროფ. გ.ყიფიანის მიერ შემოთავაზებული წინადადებები საგამოცდო რეგულაციების შესახებ.
  8. ასოც.პროფესორ ნ.ლაბარტყავას შემოქმედებითი შვებულება.
  9. მე-2 კორპუსში ფაკულტეტის კუთვნილი ყოფილი ინტერდისციპლინური ცენტრის ბიბლიოთეკის საკითხი.
  10. პროფესორების სამეცნიერო საქმიანობის შეფასებისა და 2021 წლიდან მათი ანაზღაურების სისტემის შესახებ პრეზენტაცია. მომხსენებელი დ. ჩუბინიძე
  11. სხვა.

ფაკულტეტის საბჭოს სხდომა გაიმართა ონლაინ.

განსახილველ საკითხებთან დაკავშირებული  მასალები წინასწარ გაეგზავნათ საბჭოს წევრებს.

კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღეს:

საბჭოს თავჯდომარე: პროფესორი თამარ გაგოშიძე ფაკულტეტის საბჭოს  წევრები :

ფსიქოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო დეპარტამენტი:

პროფესორები :

ლალი სურმანიძე, იამზე კუტალაძე, მზია წერეთელი.

ასოცირებული პროფესორები:

მანანა მელიქიშვილი, ირინე ჟვანია, მაია მესტვირიშვილი, ეკატერინე ფირცხალავა, ლუიზა არუთინოვა, ხათუნა მარწყვიშვილი,  ანასტასია ქიტიაშვილი, ია აფთარაშვილი, თამარ აბაშიძე,  ვახტანგ ნადარეიშვილი, ლილი ხეჩუაშვილი.

განათლების მეცნიერებათა სასწავლო-სამეცნიერო დეპარტამენტი:

პროფესორი:

ქეთევან ჭკუასელი

ასოცირებული პროფესორი :

ზაქარია ქიტიაშვილი, რუსო სანაძე, ეთერ ღვინერია.

სტუდენტები:

 ქეთევან ცანავა.

კენჭისყრაში მონაწილეობდა 20  წევრი

განიხილეს:
1. სილაბუსებში ცვლილებების დამტკიცება

ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა, ასოც.პროფესორმა მანანა მელიქიშვილმა საბჭოს წევრებს წარუდგინა ცვლილებები სილაბუსებში. მან აღნიშნა, რომ სილაბუსები დაეგზავნა საბჭოს წევრებს გასაცნობად. ფაკულტეტის საბჭოს წევრებმა განიხილეს სილაბუსებში შესული ცვლილებები. კერძოდ, ცვლილებები შევიდა: საბაკალავრო პროგრამის „ფსიქოლოგია“, საბაკალავრო პროგრამის „ოკუპაციური თერაპია“, სამაგისტრო პროგრამის „იურიდიული ფსიქოლოგია“, სამაგისტრო პროგრამის „შრომისა და ორგანიზაციის
ფსიქოლოგია“, სამაგისტრო პროგრამის „განათლების ფსიქოლოგია და კვლევა“, სადოქტორო პროგრამის „განათლების ფსიქოლოგია’’, დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების
ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამის /300 -კრედიტი/; დამატებით/minor/პროგრამის; მულტილინგვური განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის; სამაგისტრო პროგრამის „განათლების მეცნიერებები“ სილაბუსებში (იხ.დანართი1).

კენჭი უყარეს:
მომხრე: 20
წინააღმდეგი: 0
თავი შეიკავა: 0
დაადგინეს: დამტკიცდეს წარმოდგენილ სილაბუსებში შესული ცვლილებები.

2. 2021-2022 სასწავლო წლის მაგისტრატურის ანკეტა-კითხვარი

ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა, ასოც.პროფესორმა მანანა მელიქიშვილმა საბჭოს წევრებს წარუდგინა სამაგისტრო პროგრამების ანკეტა-კითხვარი და შესთავაზა ემსჯელათ მისაღებიუ კონტიგენტის რაოდნეობებზე. ფაკულტეტის საბჭოს წევრებმა და სამაგისტრო პროგრამების ხელმძღვანელებმა განიხილეს 2021-2022 სასწავლო წლის მაგისტრატურის ანკეტა-კითხვარი. პროფესორმა მზია წერეთელმა მოითხოვა 10 ადგილი სამაგისტრო პროგრამისთვის „განათლების ფსიქოლოგია და კვლევა“, ხოლო პროფესორმა ლალი სურმანიძემ მოითხოვა 5 ადგილი სამაგისტრო პროგრამისთვის „ფსიქოლოგიური ანთროპოლოგია“. სხვა ცვლილება ანკეტა-კითხვარში არ შესულა.
კენჭი უყარეს:
მომხრე: 20
წინააღმდეგი: 0
თავი შეიკავა: 0
დაადგინეს: დამტკიცდეს 2021-2022 სასწავლო წლის მაგისტრატურის ანკეტა-კითხვარი წარმოდგენილი ფორმით: განათლების ფსიქოლოგია და კვლევა - 10 ადგილი, ფსიქოლოგიური ანთროპოლოგია -5 ადგილი, გამოყენებითი სოციალური ფსიქოლოგია -15 ადგილი, შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგია - 14 ადგილი, იურიდიული ფსიქოლოგია 10 ადგილი, განათლების მეცნიერებები- 60 ადგილი.

3. თსუ ქვემო ქართლის ფილიალის ფილოლოგიის ფაკულტეტის დაწყებითი განათლების პედაგოგიკისა და მეთოდიკის სპეციალობის კურსდამთავრებული ლეილა აშუროვას დიპლომის ფორმისათვის განსაზღვრული სავალდებულო მონაცემის შექმნა და აკადემიური ხარისხის დაზუსტება.

ფაკულტეტის საბჭოზე განსახილველდა გამოტანილ იქნა საკითხი, რომელიც ეხებოდა თსუ ქვემო ქართლის ფილიალის ფილოლოგიის ფაკულტეტის დაწყებითი განათლების
პედაგოგიკისა და მეთოდიკის სპეციალობის კურსდამთავრებულის, ლეილა აშუროვას დიპლომის ფორმისათვის განსაზღვრული სავალდებულო მონაცემის შექმნასა და აკადემიური ხარისხის დაზუსტებას. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საბჭის ინფორმაცია მიაწოდა საბჭოს თავმჯდომარემ თამარ გაგოშიძემ. მან აღნიშნა, რომ თსუ სასწავლო პროცესის მართვის სამსახურიდან ფაკულტეტზე შემოვიდა წერილი (#22387/10, 23.12.2020), რომელშიც ითხოვენ თსუ ქვემო ქართლის ფილიალის ფილოლოგიის ფაკულტეტის დაწყებითი განათლების პედაგოგიკისა და მეთოდიკის სპეციალობის 2003 წლის კურსდამთავრებული ლეილა აშუროვას დიპლომის ფორმისათვის განსაზღვრული სავალდებულო მონაცემის შექმნასა და აკადემიური ხარისხის დაზუსტებას. ზემოაღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩატარდა ადმინისტრაციული საქმის წარმოება და დადგინდა, რომ: ლეილა აშუროვა 2002 წელს (ბრძ. N01/01/32, 28.06.2002 წ. თსუ ქვემო ქართლის ფილიალი) გადაყვანილ იქნა თსუ ქვემო ქართლის ფილიალში ფილოლოგიის ფაკულტეტის (ენა და ლიტ.) სპეციალობის IV კურსიდან V კურსზე. ამასთან, 2003 წელს (ბრძ. N21/01/43, 21.06.2003 წ.თსუ ქვემო ქართლის ფილიალი) ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქვემო ქართლის ფილიალის ფილოლოგიის ფაკულტეტის დაწყებითი განათლების პედ.და მეთოდიკის სპეციალობის კურსდამთავრებული ლეილა აშუროვა დაშვებულ იქნა სახელმწიფო გამოცდაზე. 2003 წელს სახწლმწიფო საგამოცდო კომისიის 28 ივნისის /2003 წ./ გადაწყვეტილებით (ბრძ. N25/01/47, 01. 07. 2003 წ. თსუ ქვემო ქართლის ფილიალი) ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქვემო ქართლის ფილიალის ფილოლოგიის ფაკულტეტის კურსდამთავრებულ ლეილა აშუროვას მიენიჭა კვალიფიკაცია და მიეცა დიპლომი დაწყებითი განათლების პედაგიგიკისა და მეთოდიკის სპეციალობით. საქმის ადმინისტრაციული მოკვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ თსუ ქვემო ქართლის ფილიალის ფილოლოგიის ფაკულტეტის 2003 წლის კვალიფიკაციის მინიჭების სხდომის ოქმები და ლეილა აშუროვას პირადი საქმე თსუ არქივში გადაცემული არ არის. ლეილა აშუროვას კვალიფიკაციის შესახებ ჩანაწერი ფიქსირდება მხოლოდ მის მიერ წარმოდგენილ დიპლომსა და დიპლომის დანართში, სადაც მითითებულია, რომ ლეილა აშუროვას მიენიჭა დაწყებითი სკოლების მასწავლებლის კვალიფიკაცია. ზემოთქმულიდან გამომდინარე, ფაკულტეტი ვალდებულია ლეილა აშუროვას სახელზე გასცეს ახალი დიპლომი მოქმედი ფორმით. ფაკულტეტმა უნდა განსაზღვროს ლეილა აშუროვას დიპლომში მისათითებელი სავალდებულო რეკვიზიტები. კერძოდ, მინიჭებული კვალიფიკაცია და კვალიფიკაციის მინიჭების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების (ოქმის) ნომერი. მინიჭებული კვალიფიკაცია განისაზღვროს ლეილა აშუროვას დიპლომზე დაყრდნობით - დაწყებითი სკოლების მასწავლებლის კვალიფიკაცია, ხოლო კვალიფიკაციის მინიჭების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების (ოქმის) ნომრად პირობითად განისაზღვროს ლეილა აშუროვას კვალიფიკაციის მინიჭების ბძანების ნომერი, რომელსაც წილადის შემდეგ დაემატება ასო „პ“ (25/პ). გარდა ამისა, ზემოაღნიშნული პირობა გავრცელდება ბრძანებაში მითითებულ ყველა კურსდამთავრებულზე და მათ დიპლომებში ცვლილება განხორციელდება ინდივიდუალურად მომართვის შემთხვევაში. საბჭომ იმსჯელა აღნიშნულ საკითხზე და კენჭი უყარა წინადადებას, რომ თსუ ქვემო ქართლის ფილიალის დაწყებითი განათლების პედაგოგიკისა და მეთოდიკის სპეციალობის 2003 წლის კურსდამთავრებულთა, მათ შორის ლეილა აშუროვას აკადემიურ ხარისხად განისაზღვროს დაწყებითი სკოლების მასწავლებლის კვალიფიკაცია, დაწყებითი განათლების პედაგოგიკისა და მეთოდიკის სპეციალობით. ხოლო კვალიფიკაციის მინიჭების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების (ოქმის) ნომრად განისაზღვროს 25/პ. ზემოაღნიშნული პირობა გავრცელდეს ბრძანებაში მითითებულ ყველა კურსდამთავრებულზე და მათ დიპლომებში ცვლილება განხორციელდეს ინდივიდუალური მომართვის შემთხვევაში.

მომხრე: 20
წინააღმდეგი: 0
თავი შეიკავა: 0

დადგინეს: თსუ ქვემო ქართლის ფილიალის ფილოლოგიის ფაკულტეტის დაწყებითი განათლების პედაგოგიკისა და  მეთოდიკის სპეციალობის 2003 წლის კურსდამთავრებულთა,
მათ შორის  ლეილა აშუროვას აკადემიური ხარისხად განისაღვროს დაწყებითი სკოლების მასწავლებლის კვალიფიკაცია, დაწყებითი განათლების პედაგოგიკისა და  მეთოდიკის სპეციალობით. ხოლო კვალიფიკაციის მინიჭების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების (ოქმის) ნომრად განისაზღვროს 25/პ. ზემოაღნიშნული პირობა გავრცელდება ბრძანებაში მითითებულ ყველა კურსდამთავრებულზე და მათ დიპლომებში ცვლილება განხორციელდება ინდივიდუალურად მომართვის შემთხვევაში.

4. სამაგისტრო პროგრამის: გავლენების და კომუნიკაციის ფსიქოლოგია დამტკიცება

ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა ასოც. პროფესორმა მანანა მელიქიშვილმა საბჭოს წევრებს წარუდგინა სამაგისტრო პროგრამა „გავლენებისა და კომუნიკაციის ფსიქოლოგია“ და აღნიშნა, რომ პროგრამამ გაიარა ყველა ინსტანცია და მზადაა თსუ ცენტრალურ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში გადასაცემად. ფსიქოლოგიის
პროგრამების შემუშავების კომიტეტზე განხილული იქნა აღნიშნული პროგრამა, მასში შემავალი ყველა სილაბუსი და შესაბამისად და გაკეთდა დასკვნა იმის თაობაზე, რომ სამაგისტრო
პროგრამა მზადაა აკრედიტაციაზე წარსადგენად.

საბჭომ კენჭის უყარა სამაგისტრო პროგრამას „გავლენებისა და კომუნიკაციის ფსიქოლოგია“.
მომხრე: 20
წინააღმდეგი: 0
თავი შეიკავა: 0

დაადგინეს: დამტკიცდეს სამაგისტრო პროგრამა - გავლენებისა და კომუნიკაციის ფსიქოლოგია და გადაეცეს ხარისხის უზრუნველყოფის ცენტრალურ სამსახურს განსხილველად.

5. ინტერდისციპლინური პროგრამებისა და კვლევების განვითარების ცენტრის დებულების დამტკიცება
პროფესორმა ლალი სურმანიძემ აღნიშნა, რომ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დამხმარე საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის - ინტერდისციპლინური პროგრამებისა და კვლევების განვითარების ცენტრი საუნივერსიტეტო იყო და 2019 წლიდან ის გადაეცა ფაკულტეტს. შესაბამისად, შემუშავდა ფაკულტეტის სტრატეგიული გეგმისა და მიზნების შესაბამისი დებულება, რომელმაც გაიარა იურიდიული სამსახურის ექსპერტიზა. უნდა მოხდეს აღნიშნული ცენტრის დებულების დამტკიცება. საბჭოს წევრებს წინასწარ დაეგზავნათ ცენტრის დებულება, რომელსაც ისინი გაეცნენ. საბჭომ კენჭი უყარა ცენტრის დებულების დამტკიცებას.
მომხრე: 20
წინააღმდეგი: 0
თავი შეიკავა: 0

დაადგინეს: დაამტკიცეს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დამხმარე
საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის - ინტერდისციპლინური პროგრამებისა და კვლევების განვითარების ცენტრის დებულება.

6. პროფესორების დამატებით ანაზღაურების შესახებ

ფაკულტეტის საბჭოს თავმჯდომარემ პროფესორმა თამარ გაგოშიძემ საბჭოს წევრებს გააცნო ახალი რეგულაცია დამატებით ანაზღაურებასთან დაკავშირებით. საბჭოს წინა დადგენილებით (25.01.2019, N1 საბჭოს სხდომის ოქმი) ფაკულტეტის აკადემიურ პერსონალს ვინც არ კითხულობდა ლექციებს სხვა უნივერსიტეტებში დამატებით ანაზღაურებული ჰქონოდათ არა უმეტეს 4 საათისა; ანაზღაურება შესაძლებელი იყო მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დამატებითი დატვირთვა 1 საათს აღემატებოდა. საბჭოს თავმჯდომარემ საბჭოს შესთავაზა დამატებითი ანაზღაურების შესახებ მიეღოთ ახალი დადგენილება, რომლის მიხედვით პედაგოგს, სავალდებულო საათობრივი დატვირთვის შემდეგ აუნაზღაურდეს 1-დან 6 საათის ჩათვლით დამატებითი საათები მიუხედავად იმისა კითხულობს თუ არა სხვა უნივერსიტეტში. საბჭომ კენჭი უყარა ცვლილებას: ფაკულტეტის აკადემიურ პერსონალს დამატებით
აუნაზღაურდეს მაქსიმუმ 6 საათი.

მომხრე: 20
წინააღმდეგი: 0
თავი შეიკავა: 0

დაადგინეს: ფაკულტეტის აკადემიურ პერსონალს აუნაზღაურდეს დამატებით არა უმეტეს 6 საათისა.

7. ასოც.პროფ. გ.ყიფიანის მიერ შემოთავაზებული წინადადებები საგამოცდო რეგულაციების შესახებ

ფაკულტეტის საბჭოს მდივანმა ასოც.პროფესორმა ირინე ჟვანიამ საბჭოზე განსახილველად დააყენა ასოც.პროფესორ გიორგი ყიფიანის წინადადებები გამოცდების ჩატარების წესთან
დაკავშირებით. აღნიშნული წინადადებები ეხებოდა წერით გამოცდაზე საგამოცდო საკითხების ხელით დაწერას და ხელნაწერის ჩაბარეას ნაცვლა ვორდის ფაილის გაგზავნისა. ასევე
წამოყენებული იყო მოსაზრება იმის თაობაზე, რომ სტუდენტმა გამოიყენოს შესაბამისი პარამეტრების მქონე ვიდეოთვალი, რომელიც ლექტორს მისცემს სტუდენტის უახლოესი პერიმეტრის გაკონტროლების საშუალებას. აზრი გამოთქვეს: ასოც. პროფესორებმა ხ. მარწყვიშვილმა, თ. აბაშიძემ. მათ აღნიშნეს, რომ სტუდენტებს არ ექნებათ შესძლებლობა შესაბამისი პარამეტრების ვიდეოკამერით უზრუნველყონ კომპიუტერი დისტანციური გამოცდის პირობებში. ზოგიერთ სტუდენტს არც დისტანციური სწავლებისთვის საჭრო პირობები აქვს და ფაკულტეტი ინდივიდულური, ასინქრონული სწავლების გეგმით უზრუნველყოფს ასეთ სტუდენტებს. საბჭომ განიხილა აღნიშნული წინადადებები და მხოლოდ ერთი წინადადებ დააყენა კენჭის ყრაზე.
საბჭომ კენჭი უყარა წინადადებას: სავალდებულოა, სტუდენტმა ჩააბაროს ლექტორს წერითი გამოცდა ღია კითხვების შემთხვევაში ხელნაწერის სახით.
მომხრე: 0
წინააღმდეგი: 20
თავი შეიკავა: 0

8. ასოც.პროფესორ ნ.ლაბარტყავას შემოქმედებითი შვებულება

ფაკულტეტის საბჭოს თავმჯდომარემ პროფესორმა თამარ გაგოშიძემ საბჭოს წევრებს გააცნო ასოც. პროფესორის ნინო ლაბარტყავას განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ ასოც. პროფესორი ლაბარტყავა ითხოვს შემოქმედებით შვებულებაში გასვლას გაზაფხულის სემესტრში. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ასოც. პორფესორს ლაბარტყავას შვებულების პერიოდში
დაგეგმილი აქვს მუშაობა: 1. სამეცნიერო სტატიაზე იმპაქტფაქტორიანი ჟურნალისთვის ადრეული განათლების მიმართულებით (პირობითი სახელწოდებაა - ,,სასკოლო მზაობის პროგრამის ეფექტიანი განხორციელების გზების პილოტირება’’) და 2. დამატებით რიდერზე საგნისთვის ,,ქცევითი პრობლემები სკოლაში’’ . საბჭომ განიხილა აღნიშნული საკითხი და კენჭი უყარა ასოც. პროფესორის ნინო ლაბარტყავას შემოქმედებითი შვებულების დამტკიცებას.
მომხრე: 20
წინააღმდეგი: 0
თავი შეიკავა: 0
დაადგინეს: მიეცეს ასოც. პროფესორს ნინო ლაბარტყავას შემოქმედებითი შვებულება 1 მარტიდან 31 ივლისის ჩათვლით.

9. მე-2 კორპუსში ფაკულტეტის კუთვნილი ყოფილი ინტერდისციპლინური ცენტრის ბიბლიოთეკის საკითხი

ფაკულტეტის საბჭოს თავმჯდომარემ პროფესორმა თამარ გაგოშიძემ საბჭოს წევრებს გააცნო მე-2 კორპუსში მდებარე ყოფილი ინტერდისციპლინური ცენტრის ოთახებთან დაკავშირებული საკითხი. მან აღნიშნა, რომ ცენტრი 3 ოთახით და ბიბლიოთეკით (რომელშიც დაახლოებით 5000 წიგნია) გადმოეცა ფსიქოლოგიის ფაკულტეტს. მე-2 კორპუსის სარემონტო სამუშაოების დაწყებასთან დეკანთან საუბარი ჰქონდა ადმინისტრაციას ცენტრის კუთვნილი ფართის 2 ოთახის ერთ აუდიტორიად გადაკეთების თაობაზე, რაზეც მიიღო დეკანის თანხმობა. ამ ეტაპზე საკითხი ეხება ცენტრის კუთვნილ ბიბლიოთეკას, რომელიც ასევე მე-2 კორპუსშია განთავსებული. ფაკულტეტის საბჭოს თავმჯდომარემ, პროფ. თ.გაგოშიძემ აღნიშნა, რომ ზოგადად უნივერსიტეტის ადმინისტრაციას აქვს პრინციპული მიდგომა საუნივერსიტეტო სივრცეების საერთო სარგებლობაში გამოყენების თაობაზე, რასაც თვითონაც მიესალმება. მისი გადმოცემით, ნამდვილად არ უნდა იყოს ჩაკეტილი სივრცეები და კაბინეტები უნივერსიტეტში და ყველას უნდა შეეძლოს კონკრეტული ფართის გამოყენება. სამწუხაროდ აღნიშნული ბიბლიოთეკის 5000 წიგნი მე-3 კორპუსის ბიბლიოთეკაში ვერ განთავსდება, მეორეც, ეს სივრცე ყოველთვის გამოიყენებოდა ვორქშოფების ჩასატარებლად 20 ადამიანთან და ასევე უცხოელი სტუმრების მისაღებად. ამ ეტაპზე დაგეგმილი იყო ბიბლიოთეკის ფართის ფსიქოლოგიური საკონსულტაციო ცენტრის სივრცედაც გამოყენება, რადგან აღნიშნულ ცენტრს არ აქვს თავისი კუთხე.

აზრი გამოთქვეს:
პროფესორმა ლ. სურმანიძემ აღნიშნა, რომ აღნიშნული სივრცე არ არის ჩაკეტილი და მას იყენებს სოციალურ-პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტიც, მათ კორპუსში ფართის სიმცირის გამო. ეს მულტიფუნქციური სივრცეა, რომელიც ღიაა სტუდენტებისთვის და ასევე იმ ლექტორებისთვის, ვისაც მცირე ვორქშოფების ჩატარება სურთ. ასოც.პროფესორებმა ე. ფირცხალავამ და ლ. არუთინოვმა აღნიშნეს, რომ ეს უნიკალური ბიბლიოთეკაა, რომლის განთავსება ბიბლიოთეკის ცენტრალურ კორპუსში გამორიცხულია, ფაკულტეტის ბიბლიოთეკაში კი შესაბამისი
ფართი არ არის. ამ ბიბლიოთეკით სარგებლობენ არა მხოლოდ ფსიქოლოგიის და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის, არამედ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტები. ფაკულტეტს არ გააჩნია ისეთი თავისუფალი სივრცე, სადაც ჩატარდებოდა ვორქშოფი, თუნდაც დისერტაციის დაცვა, რომელიც ჩვეულებრივ აუდიტორიაში ხდება. სტუდენტების ფსიქოლოგიური კონსულტაციაც აუდიტორიაში ან ერთ-ერთი სასწავლო- სამეცნიერო ინსტუტის ოთახში მიმდინარეობს ხოლმე, რაც უხერხულობას ქმნის. ამიტომ
ნიშვნელოვანია მე-2 კორპუსში ამ მულტიფუნქციური სივრცის არსებობა, არა მხოლოდ ფაკულტეტის,არამედ სხვა სტუდენტებისთვისსაც. კენჭი უყარეს წინადადებას: მე-2 კორპუსში შენარჩუნებულ იქნას ფაკულტეტის კუთვნილებაში არსებული ინტერდისციპლინური ცენტრის ბიბლიოთეკის ფართი, რომელიც გამოყენებულ იქნება როგორც მულტიფუნქციური სივრცე.
მომხრე: 20
წინააღმდეგი: 0
თავი შეიკავა: 0

დაადგინეს: შენარჩუნებულ იქნას ფაკულტეტის კუთვნილებაში არსებული ინტერდისციპლინური ცენტრის ბიბლიოთეკის ფართი მე-2 კორპუსში, რომელიც გამოყენებულ იქნება როგორც მულტიფუნქციური სივრცე.

10. პროფესორების სამეცნიერო საქმიანობის შეფასებისა და 2021 წლის მარტიდან მათი ანაზღაურების სისტემის შესახებ პრეზენტაცია. მომხსენებელი დ. ჩუბინიძე
სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსმა დიმიტრი ჩუბიძემ გააკეთა მოხსენება პროფესორების სამეცნიერო საქმიანობის შეფასებისა და 2021 წლიდან მათი
ანაზღაურების სისტემის შესახებ. მან დეტალურად განიხილა სისტემის შემადგენელი კომპონენტები სავალდებულო პედაგოგიური, სამეცნიერი-კვლევითი და სერვისული დატვირთვის
მიმართულებით. საბჭოს წევრებმა იმსჯელეს აღნიშნულ საკითხზე. გამოთქვეს მოსაზრებები და მომხსენებლს შესთავაზეს გარკვეული ცვლილებების შეტანა, განსაკუთრებით, სამეცნიერი- კვლევითი საქმიანობის შეფასების ნაწილში. საბჭომ იმსჯელა და დიმიტრი ჩუბინიძეს სთხოვა შეჯერებული შენიშვნების გათვალისწინებით ხელმეორედ წარმოადგინოს განსახილველად პროფესორების სამეცნიერო საქმიანობის შეფასებისა და ანაზღაურების სისტემის საკითხი.

 

საბჭოს თავმჯდომარე: პროფესორი თამარ გაგოშიძე    

 საბჭოს მდივანი: ასოცირებული პროფესორი ირინე ჟვანია